Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 23 მაისი 2020 23:43

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება 15 ივლისამდე იქნება შეზღუდული

Rate this item
(0 votes)

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვა 15 ივლისამდე გაგრძელდება.


შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებაშია ასახული.

 

"ჩერდება, საქალაქთაშორისო ან/და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მგზავრთა გადაყვანა M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით;
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება"-წერია დადგენილებაში.

 

საზოგადოებივი ტრანსპორტის შეზღუდვაზე განცხადება, ჟურნალისტებთან ანგარიშის წარდგენისას, შიდა ქართლის გუბერნატორმაც გააკეთა. გიორგი ხოჯევანიშვილმა თქვა, რომ საზოგადოებრივი ტრასნპორტის გადაადგილების აღდგენა ეტაპობრივად მოხება. 

 

"იცით, რომ ისევ არ ფუნქციონირებს საზოგაადოებრივი ტრანსპორტი. გარკვეულ დროსთან ერთად,უახლოეს მომავალში დაიგეგმება აღდგენა. ჩემი ვარაუდით ეს აღდგენაც ალბათ ორ ეტაპად მოხდება, საქალაქთაშორისო და შემდეგ ინტერმუნიციპალური ტრანსპორტიც აღდგება."-აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

Read 725 times