Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მაისი 2020 13:10

ერისთავის თეატრს მალე ახალი საიტი ექნება

Rate this item
(0 votes)

გორის თეატრს მალე განახლებული საიტი ექნება. როგორც დასის გამგე ზვიად მაღალაშვილი ამბობს, განახლებულ საიტზე ყველა ინფორმაციის ნახვა შესაძლებელი იქნება, როგორც მსახიობებზე, ასევე სპექტაკლების და მუზეუმის შესახებ.

 

“ვქმნით საიტს, სადაც ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომი იქნება, მსახიობების ბიოგრაფიები, ვიდეოები, არქივი. საიტზე ნახავთ ინფორმაციას მუზეუმზეც. ძირითადად, თეატრი ახლა ამ მიმართულებით მუშაობს“, - ამბობს ზვიად მაღალაშვილი.

როდის განაახლებს თეატრი რეპეტიციებს და სპექტაკლებს, ინფორმაცია ამის შესახებ მაღალაშვილს არ აქვს.


“შემოქმედებას რაც შეეხება, არ გვაძლევენ ჯერ ამის უფლებას, რომ რეპეტიციები დავიწყოთ. ამ კუთხით გაჩერებულები ვართ და როდის რას დავიწყებთ, არ ვიცით", - აღნიშნა მაღალაშვილმა.

Read 149 times