Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მაისი 2020 13:42

თედოწმინდას ახალი გზა და სკოლის შენობა ექნება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში გორის მერმა ინფრასტუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

 

სოფელში ცენტრალური გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

 

სარებილიტაციო გზის მონაკვეთის სიგრძე 689 მეტრია, რომელიც გორი– ნიქოზის საავტომობილო გზიდან იწყება და მშენებარე სკოლის შენობასთან სრულდება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ასფალტის საფარი, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.

გზის რეაბილიტაციისთვის 403 136 ლარია გათვალისწინებული.

როგორც მერიაში განმარტავენ, სოფელს მალე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლის შენობა ექნება. პროექტის ღირებულება მილიონ ლარზე მეტია.

Read 140 times