Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მაისი 2020 16:44

ხურვალეთში მცხოვრებ მოსწავლეებს პლანშეტები გადასცეს

Rate this item
(0 votes)

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში მცხოვრებ მოსწავლეებს პლანშეტები აჩუქეს. - ამის შესახებ ინფორმაციას გორის რესურსცენტრის დირექტორი ნანა ტერმაკოზაშვილი ავრცელებს.

 

"საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე, კომპანია „გლობალ სელის“ საქართველოს დირექტორი გიორგი მადუაშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ და მოსწავლეებს საჩუქრად პლანშეტები გადასცეს. ხურვალეთის და წითელუბნის საჯარო სკოლების ყველა მოსწავლეს გადავცემთ ამ პლანშეტებს უახლოეს დღეებში. მათი სახელით კი მადლობას ვუხდი კომპანია "გლობალ სელს" და საქართველოს განათლების სამინისტროს", - წერს ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

მისი ინფორმაციით, კომპანიამ „გლობალ სელი“ სამინისტროს, მემორანდუმის საფუძველზე, სასკოლო პროცესისთვის ადაპტირებული სპეციალური მოდელის 150 ერთეული პლანშეტი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.

Read 186 times Last modified on ორშაბათი, 25 მაისი 2020 16:47