Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 25 მაისი 2020 18:00

ხიდისთავის სკოლის დირექტორი ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტია

Rate this item
(0 votes)

განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ.

 

10 კანდიდატს შორის ერთ-ერთი ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი მიმოზა ღოლიჯაშვილია.კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრის თვეში გამოვლინდება.

 

გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი, სკოლას სპეც-პროექტის განსახორციელებლად - 30 000 ლარი გადაეცემა.

 

სპეციალური პრიზის მფლობელი დირექტორები კი პრიზის სახით  2000-2000 ლარს მიიღებენ. ორგანიზატორთა ინფორმაციით, სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი 25 000 ლარს შეადგენს.

 

სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას კონკურსის საბჭო მიიღებს.

Read 755 times