Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 26 მაისი 2020 15:46

ექიმების ტრანსპორტირებისთვის, გორის მერიას ახალი ხელშეკრულების გაფორმება სურს

Rate this item
(0 votes)

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვის გაგრძელების გამო, გორის მერია ექიმების ტრანსპორტირებას ისევ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში განმარტავენ.

 

როგორც ირკვევა, კონტრაქტორ ორგანიზაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, რითიც ექიმების ტრანსპორტირება ხდებოდა, ვადა ეწურება. იმ შემთხვევაში, თუ ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება, როგორც მერიაში ამბობენ, ახლადგაფორმებული ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმების შედეგად იმ მომენტისთვის შეწყდება.

 

სამედიცინო პერსონალის რაოდენობა 200-ს შეადგენს, ხელშეკრულების გაფორმება კი მერიას 1 თვის ვადით სურს.

 

"ვითხოვთ ახალი ხელშეკრულების გაფორმებას, რათა სამედიცინო პერსონალს არ შეექმნას გადადგილების პრობლემა. თუ დაგვრთო ნება შესყიდვების სააგენტომ და გაფორმდა დოკუმენტი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების ნებართვისთანავე შეწყდება ხელშეკრულება. ანუ მაშინ, როცა ეს ადამიანები შეძლებენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას", - აცხადებენ მერიაში.

Read 199 times