Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 29 მაისი 2020 14:44

გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში წყლის სისტემა მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში წყლის სისტემის მოწყობა იგეგმება. მერიამ აღნიშნული სამუშაოების პროექტის შესადგენად, ტენდერი გამოაცხადა.

 

სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ წყლის სისტემა მოეწყობა ზერტში, დიცში, უფლისციხეში და შინდისში, ე.წ. ხარებაანთ უბანში.


გარდა ამისა, იგივე ტენდერი ითვალისწინებს მეჯვრისხევში, ქეცხურის დასახლებაში სანიაღვრე არხის ამოწმენდის სამუშაოების საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურებასაც.


სულ აღნიშნულ სამუშაოებზე საინჟინრო-საპროექტო მომსახურებისთვის მერიამ 48 300 ლარი გაითვალისწინა.


უშუალოდ სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერის გამოცხადება მას შემდეგ გახდება შესაძლებელი, რაც მიმდინარე ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოცხადდება, რომელიც შესაბამის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტს შეადგენს.

Read 538 times Last modified on პარასკევი, 29 მაისი 2020 14:49