Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 30 მაისი 2020 12:19

გორში მცხოვრებ ნაზი საათაშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება 

Rate this item
(1 Vote)

გორში მცხოვრები 39 წლის ნაზი საათაშვილი, რომელსაც ონკოლოგიური დაავადება აქვს, უკვე ერთი წელია საწოლსაა მიჯაჭვული. მის დასახმარებლად სოციალურ ქსელში ინფორმაცია რამდენჯერმე გავრცელდა. 

 

როგორც ირკვევა ექიმებმა ის საავადმყოფოდან გამოწერეს, რადგან მისი დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება. სახლში 7 ობოლი ძმისშვილი ჰყავს, რომლებსაც მამა გარდაეცვალათ. 

 

ნაზი საათაშვილი დახმარებას საზოგადოებას სთხოვს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინ სიციალური ქსელის მომხმარებელმა, დიკა სალაყაიამ გაავრცელა: 

 

"სანამ მოვკვდები არ მიმატოვოთ, დამეხმარეთო, საავადმყოფოდანაც გამომიშვეს და არავინ მყავს პატრონიო,, ცრემლებს, ვერ ვიკავებდი ისეთი ვუსმენდი. სულ რაღაც 39 წლის არის, ლოგინად ჩავარდნილი, ონკოლოგიური ავადმყოფობა, შაქარი, ტკივილები, შიმშილი და უიმედობა. თან სახლში შვიდი უმამოდ დარჩენილი ძმიშვილი ყავს. ძმაც გარდაეცვალა.წუხელ მარტო პური გვქონდა მეტი არაფერიო. ტკივილს არ ვდარდობ, ბავშვები მყავს მშიერიო", - წერს დიკა სალაყაია.

 

დახმარების მსურველებს, შეგიძლიათ თანხა ჩარიცხოთ მითითებულ ანგარიშის ნომრებზე:

 

საქართველოს ბანკი,
ანგარიში: GE53BG0000000027533500
თიბისი ბანკი,
ანგარიში: GE64TB7986745061100060
მიმღები დიანა სალაყაია
დანიშნულება #ნაზისთვის

 

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნაზი საათაშვილს ნომერზე :  598488762

Read 1293 times Last modified on შაბათი, 30 მაისი 2020 12:23