Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 01 ივნისი 2020 15:07

"გორი თამბაქოს გარეშე" - გორში პირბადეები და მაისურები დაარიგეს

Rate this item
(0 votes)

გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა თამბაქოს წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქში მაისურები და პირბადეები დაარიგა წარწერებით "ისუნთქე თავისუფლად" , "გორი თამბაქოს გარეშე".

 

"მიუხედავად არსებული ვითარებისა, გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა აღნიშნა თამბაქოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, ქალაქში არსებულ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და მათ მგზავრებს დაურიგდათ ნიღბები და მაისურები, მიეცათ რეკომენდაციები თამბაქოს მავნებლობასა და კორონავირუსთან დაკავშირებით" , - განაცხადეს ჯანდაცვის ცენტრში.

 

როგორც ცნობილია, 31 მაისს, მთელ მსოფლიოში თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლის დღე აღინიშნება. 

 
Read 332 times