Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 01 ივნისი 2020 15:36

გორის კეთილმოწყობის სააგენტომ ზოგიერთ მძღოლს საშვი ერთი თვით გაუხანგრძლივა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს გადაწყვეტილებით პარკირების იმ საშვებს, რომელიც 17 აპრილის მდგომარეობით მოქმედი იყო, დამატებით, ერთი თვით გაუხანგრძლივდა მოქმედების ვადა.

"ვინაიდან 17-დან 27 აპრილის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით სრულად იყო აკრძალული მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება, ჩვენმა სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება ზოგიერთ მძღოლს გაუხანგრძლივდეს პარკირების საშვის მოქმედების ვადა.მძღოლებს, რომელთაც ჯერ კიდევ არ შეუძენიათ პარკირების საშვი, გთხოვთ შეიძინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება საჯარიმო სანქცია" , - განაცხადეს სააგენტოში.

 

როგორც ცნობილია, პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის განსაზღვრული 30 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი 150 ლარის ოდენობით.

 

 

Read 204 times