Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 01 ივნისი 2020 22:55

6 წლის ბავშვს, რომელსაც სოფელ ხიდისთავში მანქანა დაეჯახა, თბილისში გადაიყვანენ

Rate this item
(1 Vote)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. შედეგად 6 წლის ბავშვი დაშავდა.


  გზაზე მოძრავი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე ბავშვს დაეჯახა. დაშავებული ,,გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ქირურგის ინფორმაციით, პაციენტის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში იგეგმება.

"პაციენტი კლინიკაში შემოყვანილია პოლიტრავმით, აღენიშნება ზედა და ქვედა კიდურების დაჟეჟილობა, დაზიანება თავის არეში, თერმული დამწვრობა ბეჭების მიდამოში. 6 წლის პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის, მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უმოკლეს დროში მოხდება მისი გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც გააგრძელებს მკურნალობას“, - აღნიშნა ლექსო ხეთაგურმა.

Read 463 times