Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 ივნისი 2020 11:21

მეუფე ანდრია გორში აბიტურიენტებს დალოცავს

Rate this item
(0 votes)

გორში აბიტურიენტებს, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადიან, მეუფე ანდრია პარაკლისს გადაიხდის და დალოცავს, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის ეპარქია ავრცელებს.

 

ეპარქიის ცნობით, პარაკლისი დღეს პირველ საათზე დაიწყება.

 

"ორშაბათს, 29 ივნისს, 13:00 სთ-ზე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში, აბიტურიენტებისთვის, გადაიხდის პარაკლისს და დალოცავს მათ“, -ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

Read 110 times