"ველოსიპედით მივდიოდი, მანქანით მომადგნენ და პირადობა მთხოვეს. ვაჩვენე, მაგრამ მითხრეს რომ ეგ არის პირადობა, მოვიფიქრე რომ ტელეფონით გადამეღო ეს ყველაფერი, მაგრამ რა წამს მობილური ამოვიღე, მომვვარდნენ, ხელები გადამიგრიხეს და ცემა დამიწყეს", - იხსენებს ვალერი ტეტუნაშვილი
მისივე თქმით, ის პოლიციელებმა მანქანაში იძულებით ჩასვეს და განყოფილებაში წაიყვანეს.
"განყოფილების წინ მანქანიდან ძირს გადმომაგდეს, მერე ერთ-ერთს გაახსენდა, რომ იქ კამერები იყო, თანაც ცუდად გავხდი, თუმცა სასწრაფო არ გამოუძახებიათ".
ტეტუნაშვილმა საკუთარი ინტერესების დაცვისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრს მიმართა. ლექსო მერებაშვილმა პოლიციელების გადაცდომის დადგენის მიზნით, წერილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გაგზავნა.
"მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა რაიონულ სამმართველოს კამერების ჩანაწერები მოსთხოვა, განყოფილებამ თქვა, რომ კამერები გამორთული იყო და ამ ფორმით ცდილობს პოლიციელთა ჩადენილი დანაშაულის დამალვას."
აღსანიშნავია, რომ პოლიციელებმა ტეტუნაშვილის დაკავება პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობით ახსნეს, თუმცა გორის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში ტეტუნაშვილი გაამართლა.