"პაციენტს აქვს პოლიტრავმა, თავის მიდამოში ყვრიმალის ძვლის მოტეხილობა, ექსკორიაციები და ზედაპირული ჭრილობები ქალასარქველზე, ნეკნები აქვს მოტეხილი, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, ჯამურად ხუთი, არის მარჯვენამხრივი პნევმოთორაქსი და ამჟამად, დრენირებულია და სუნთქვა მოწესრიგებული, მენჯის ძვალია ორ ადგილზე მომტვრეული და ისიც უკვე კომპენსირებული" , - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.
მისივე თქმით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და დიდი ალბათობით რეანიმაციას 2-3 დღეში დატოვებს.