Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 ივნისი 2020 16:12

გორში, სადგურის დასახლებაში საბავშო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება 

Rate this item
(0 votes)

გორში, რკინიგზის სადგურის დასახლებაში, მარაბდელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საბავშვო ბაღის მშენებლობა აგვისტოში დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

პროექტის ღირებულება 1 101 562 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

საბავშვო ბაღის ორსართულიანი შენობა, სადაც სამი ჯგუფური უჯრედია, ადაპტირებულია.

 

თითოეული უჯრედი მოიცავს სათამაშო ოთახს, გასახდელს, სანიტარულ კვანძსა და საძინებელს. გარდა ამისა შენობაში გათვალისწინებულია სივრცეები შემოქმედებითი და სპორტული აქტივობებისთვისაც.

 

საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს. სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. რის გამოც, ბავშვებს წლების განმავლობაში ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ სიარული.

Read 117 times