ამ წუთებში გორში, ჭალის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლის ჩაქრობას სახანძროს 2 ეკიპაჟი ცდილობს.
საგანგებო სიტუაციებისა მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ბალახიდან გაჩნდა, ამ წუთებში შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს მისი ჩაქრობის მიზნით. უწყების ცნობით, ფაქტი საგანგაშო არ არის.