Back to Top
ორშაბათი, 29 ივნისი 2020 16:58

მამაკაცს სურს დაისაჯონ პოლიციელები, რომლებმაც ის სცემეს

Rate this item
(0 votes)

ვალერი ტეტუნაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა.

 

ტეტუნაშვილი იმ პროცესის ჩანაწერის გადაცემას ითხოვს, რომელიც მასზე პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ძალადობის შემდეგ გაიმართა.

 

პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თუმცა მოსამართლემ ტეტუნაშვილი გაამართლა. 

 

"გამოძიება არასწორად წავიდა, ვინც უკანონოდ მომექცა, ის ორი პოლიციელი არ დაუკითხავთ, სხვა ადამიანები დაკითხეს, დამნაშავე პოლიციელები სასამართლო პროცესს არც დასწრებიან. ახლა მოვედი სასამართლოში, განცხადება უნდა დავტოვო, რომ სასამართლოს ჩანაწერი გადმომცენ. ვინც დაკითხეს, ზოგი მათგანი არც ესწრებოდა ჩემს დაკავებას", - ამბობს ტეტუნაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, ვალერი ტეტუნაშვილი პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს. მამაკაცი ჰყვება, რომ პოლიციელებმა ის ჯერ კომბინატის დასახლებაში, შემდეგ კი რაიონულ სამმართველოსთან სცემეს.

 

ფაქტის გახმაურების შემდეგ, მის უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს.

 

ამავე თემაზე: მოქალაქე გორელ პოლიციელებს ცემაში ადანაშაულებს

Read 327 times Last modified on ორშაბათი, 29 ივნისი 2020 17:06