Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 29 ივნისი 2020 17:11

გორის მერიას წყალდიდობის პრევენციისთვის სამოქმედო გეგმა არ გააჩნია

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტს არ აქვს დამტკიცებული რისკის მართვისა და საგანგებო მართვის გეგმები, - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წყალდიდობით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანობის ანგარიშშია აღნიშნული, რომლის მიხედვით, ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში საქართველოს მასშტაბით, სამოქმედო გეგმა არცერთ მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.

 

"მუნიციპალიტეტები, რომლებიც სისტემის ერთ-ერთ მთავარ პრევენციულ რგოლს წარმოადგნენ, ვერ უზრუნველყოფენ წყალდიდობების ეფექტიან პრევენციას", - წერია აუდიტის ანგარიშში.

 

რადიო "მოზაიკას" შეკითხვა, თუ რატომ არ უზრუნველყო თვითმმართველობის არჩევნებიდან თითქმის 3 წლის განმვლობაში, გორის მუნიციპალიტეტმა აღნიშნული გეგმის შემუშავება და დამტკიცება, მერიაში უპასუხოდ დატოვეს და მხოლოდ ის დაადასტურეს, რომ მსგავსი შინაარსის დოკუმენტს ამ დროისთვის არ ფლობენ.

Read 190 times