Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ივნისი 2020 13:16

თედლიაშვილი: მოვუწოდებ მედიას ყურადღება გამოიჩინოს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით

Rate this item
(0 votes)

გორელმა ადვოკატმა, თამარ თედლიაშვილმა, რომელიც გურჯაანელი მალხაზ ბადუაშვილის ინტერესებს იცავს, ბრიფინგი გამართა, სადაც მედიასაშუალებებს მოუწოდა მეტი ყურადღება გამოიჩინონ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებს.

 

თედლიაშვილი კონკრეტულ მედიასაშუალებას არ ასახელებს, თუმცა რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, საქმე ეხება ტვ პირველზე, გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ სიუჟეტს, სადაც თედლიაშვილის დაცვის ქვეშ მყოფი დაკავშირებული იყო გურჯაანში, 28 ივნისს მომხდარ მკვლელობასთან, რასთანაც ადვოკატის განმარტებით, ბადუაშვილს არანაირი კავშირი არ აქვს.

 

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, მალხაზ ბადუაშვილის მიმართ, მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. ცდილობენ ბადუაშვილი დააკავშირონ 28 ივნისს, საყოფაცხოვრებო საკითხებზე შელაპარაკებისას მომხდარ მკვლელობასთან, ამ ყველაფრით ხდება ბადუაშვილის სოციალური სტატუსის დამძიმება. აღნიშნულ მანიპულირებას ახდენენ პოლიტიკოსები მედიასაშუალებების გამოყენებით. მე ვთხოვ მედიასაშუალებებს მეტი ყურადღება გამოიჩინონ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და როგორც მინიმუმ, საზოგადოებას მიაწოდონ დაბალანსებული ინფორმაცია“ , - განმარტავს თედლიაშვილი.

 

მისივე ინფორმაციით, სხვადასხვა პოლიტიკოსები ცდილობენ ბადუაშვილი მმართველ პარტიასთან დააკავშირონ და შექმნან განწყობა, რომ თითქოს მას ვინმე მფარველობს და ხელს აფარებს. თედლიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ არის დაკავშირებული.

Read 142 times