Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ივნისი 2020 13:26

გორში 2000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული

Rate this item
(0 votes)

გორში 2020 წლის ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად 2000 - ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული.

 

საგამოცდო ცენტრი გორის მე-3 საჯარო სკოლაში განთავსდება. როგორც რადიო "მოზაიკას" შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში უთხრეს, პანდემიის პირობებში საგამოცდო ცენტრებში ყველა შესაბამისი ზომა მიღებული იქნება.

 

"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის მხოლოდ 50%-ზე. წელს საგამოცდო ცენტრების თითოეულ სექტორში 10 აბიტურიენტზე მეტი არ დაიშვება. როგორც მეთვალყურეები, ისე აბიტურიენტები გამოცდაზე იქნებიან პირბადით. ასევე, სავალდებულო იქნება მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია", - გვითხრეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

პირველი გამოცდა აბიტურიენტებს 6-11 ივლისის ჩათვლით ქართულ ენასა და ლიტერატურაში ექნებათ. ეროვნული გამოცდები 26 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

რადიო "მოზაიკა" გთავაზობთ გამოცდების განრიგს:

 

6-11 ივლისი (პირველი სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;

6 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;

12 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;

14 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

15 ივლისი (პირველი სესია) - მათემატიკა;

16 ივლისი (პირველი სესია) - ბიოლოგია;

17 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

17 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

17 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;

18 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;

18 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

19 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;

19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;

20 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;

21 ივლისი (პირველი სესია) - ზოგადი უნარები;

21 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;

22 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;

22 ივლისი (პირველი სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;

23 ივლისი (პირველი სესია) - გეოგრაფია;

24 ივლისი (პირველი სესია) - ქიმია;

25 ივლისი (პირველი სესია) - სამოქალაქო განათლება;

 

Read 140 times