Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ივნისი 2020 14:31

„ნაკვალევის“ ახალგაზრდა დიპლომატებმა ატენის ხეობაში ტური მოაწყეს

Rate this item
(1 Vote)

ახალგაზრდა გორელმა დიპლომატებმა ამერიკელ და მექსიკელ სტუმრებთან ერთად ატენის ხეობაში ტური მოაწყეს.

სტუმრებმა ახალგაზრდებს საკუთარი ქვეყნის კულტურა და სამზარეულო გააცნეს. ასევე ესაუბრნენ კრიზისიდან წარმატებულად გამოსვლის გზებზე და სამომავლო პროექტებზე, რომელსაც საქართველოში ამ ახალგაზრდებთან ერთად განახორციელებენ

"ახალგაზრდა დიპლომატები მექსიკელ–ამერიკელ მეგობრებთან, პერლა რეიესთან და ჯეიმს ზამარიპასთან ერთად ლაშქრობაზე წავიდნენ ატენის ხეობაში. ატენის სიონის მონახულების შემდეგ, ახალგაზრდები ესტუმრნენ ვაჩეიშვილების ოჯახს, სადაც ქართულ და მექსიკური კერძების მასტერკლასებთან ერთად, ტრადიციული მუსიკა და ცეკვები წარმოადგინეს", - გვითხრა "ნაკვალევის" ხელმძღვანელმა თამარ გოგატიშვილმა

აღნიშნული ღონისძიება, ორგანიზაცია “ნაკვალევის“ მიერ განხორციელდა.


პერლა და ჯეიმსი არიან მექსიკური წარმომავლობის ამერიკელები, რომლებიც საქართველოში დილომატიური მისიით იმყოფებიან.

Read 259 times