Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ივნისი 2020 16:53

გორის მერია საკრებულოს ახალი ა(ა)იპ-ის შექმნაზე ნებართვას სთხოვს

Rate this item
(0 votes)

გორის მერიას ახალი ა(ა)იპ-ის შექმნა სურს. უწყებამ ნებართვის თხოვნით საკრებულოს უკვე მიმართა. 

 

საუბარია ტრანსპორტის რეგულაციისთვის სპეციალურად ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნებაზე, რომლისთვისაც როგორც გორის მერიამ რადიო "მოზაიკას" უთხრა, თანამშრომლებს კონკურსის წესით შეარჩევენ.

 

რა თანხას გაითვალისწინებს მერია და რამდენ თანამშრომელს დაასაქმებს წინასაარჩევნოდ, ახლადჩამოყალიბებულ ა(ა)იპ-ში ჯერჯერობით უცნობია.

 

მერიაში მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ახალი ავტობუსების გადაცემისთვის გორში ავტოსადგომის არსებობა აუცილებელია.

 

ინფორმაციისთვის, კანონპროექტი, რომლითაც გორს მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულირების უფლება მიეცა, 19 ივნისს შევიდა ძალაში. 

Read 217 times Last modified on სამშაბათი, 30 ივნისი 2020 17:12