Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020 16:27

შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს 600-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია

Rate this item
(0 votes)

ახალი კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალს 629 ვიზიტორი ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" მუზეუმის ადმინისტრაციამ მიაწოდა.

 

"ჩვენი მუზეუმი ვიზიტორებისთვის 20 ივნისიდან გაიხსნა. მოგეხსენებათ, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო მუზეუმი 24 მარტიდან დაკეტილი იყო", - გვითხრა უფლისციხის მუზეუმ - ნაკრძალის დირექტორმა, ბადრი გასპაროვმა.

 

20 ივნისიდან, მუზეუმ-ნაკრძალში სტუმრობა მსურველებს განახევრებული ფასით შეუძლიათ. 

 

ინფორმაციისთვის, გასული წლის სტატისტიკით, უფლისციხე 350 000-მა ტურისტმა მოინახულა.

Read 250 times