Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020 17:08

კარალეთის ამბულატორიას კორონავირუსის პრევენციისთვის სამედიცინო საშუალებები გადაეცა

Rate this item
(0 votes)

გაეროს განვითარების ფონდისა და ფონდის "აფხაზეთი" ინიციატივით შიდა ქართლის რეგიონის აბულატორიებს სამედიცინო საშუალებები - პირბადეები, სამედიცინო ხალათები და სანიტაიზერები გადაეცათ.

 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პირადად მოინახულა კარალეთში მდებარე ამბულატორია, შეხვდა სამედიცინო პერსონალს და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ჰუმანიტარული პაკეტები გადასცა. ასევე, გადასცა დისტანციური სიცხის საზომი აპარატიც.

 

რწმუნებულმა ექიმებისგან პანდემიის პერიოდში სამუშაო პროცესის შესახებ ამომწურავი ინფორმაციაც მიიღო.

 

"დასაფასებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენი მოსახლეობის და ამ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის მიმართ. გაეროს ფონდის მიერ გადმოცემული პაკეტები რეგიონის თითოეულ ამბულატორიას გადაეცემა, რათა კიდევ უფრო უკეთ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვა", - აღნიშნა რწმუნებულმა.

Read 449 times