Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 02 ივლისი 2020 18:03

გორის მერია ახალ ა(ა)იპ-ში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს

Rate this item
(0 votes)

საკრებულოს უახლოეს სხდომაზე ახალი ა(ა)იპ-ის დაფუძნების საკითხს განიხილავენ. გორის მერია ახალ გაერთიანებას მუნიციპალური ტრანსპორტისთვის ითხოვს, რომლისთვისაც გორში შესაბამისი სადგომი ეწყობა.

 

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, უშუალოდ ა(ა)იპ-ს 25-მდე თანამშრომელი დასჭირდება, ხოლო ავტობუსებისთვის 75 მძღოლის დასაქმება იგეგმება.

 

"CV-ებს მოვატანინებთ, ვისაც გამოცდილება ექნება ტრანსპორტის მართვის. თავისთავად, მგზავრების გადაყვანას ისეთს ვერ მივანდობთ, ვისაც არანაირი გამოცდილება არ აქვს. კონკურსის წესით, 75 მძღოლს შევარჩევთ. ა(ა)იპის-თვის კი 25-მდე ადამიანის დასაქმებას ვფიქრობთ", - ამბობს გორის მერი.

Read 512 times