Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 03 ივლისი 2020 12:15

ცვლილებები სამხედრო ჰოსპიტალში - დირექტორმა და მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

Rate this item
(0 votes)

სამხედრო ჰოსპიტალში საკადრო ცვლილებებია. რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, დირექტორმა და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. 

 

წყაროს ცნობით, დირექtორი დავით ბარლიანი თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილების საფუძველზე გათავისუფლდა. ხოლო მისმა მოადგილე ანა ბოქოლიშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

 

"სად გადაყავთ დირექტორი, ჯერჯერობით არ ვიცით. ის ვიცით, რომ მისი მოადგილე თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში აპირებს მუშაობის გაგრძელებას", - აცნობეს რადიო "მოზაიკას". 

 

გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის პოსტი შესაძლოა რეგიონის ყოფილმა გუბერნატორმა ზურა რუსიშვილმა დაიკავოს, რომელიც ამჟამად ჰოსპიტალის ფინანსური მენეჯერია.

 

ამავე თემაზე: დავით ბარლიანმა სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორის პოსტი დატოვა

Read 453 times