Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 03 ივლისი 2020 13:40

გორელებმა, ქვეწარმავლების ნახვის დროს, სპეციალური მიწოდების სააგენტოს უნდა მიმართონ

Rate this item
(1 Vote)

"გორში, ქვეწარმავლების ნახვის შემდეგ მოსახლეობამ ცხელ ხაზზე უნდა მოგვმართოს",- ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის სპეციალური სერვისების მიწოდების სააგენტოში განუცხადეს.

 

"თუკი ვინმე შეამჩნევს ქალაქში ქვეწარმავალს, შეუძლიათ მოგვმართონ სააგენტოს ცხელ ხაზზე. ჩვენი ბრიგადა დაუყოვნებლივ გავა ადგილზე და მოახდენს შესაბამის რეაგირებას", -გვითხრა სააგენტოს დირექტორმა, თამარ აფციაურმა.

 

მოქალაქეებმა ქვეწარმავლის აღმოჩენის შემთხვევაში, უნდა დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 595 33 55 08

 

ინფორმაციისთვის, წმინდა წყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან მოსახლეობამ ქვეწარმავალი შენიშნა.

Read 762 times