Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 ივლისი 2020 12:40

გორში, ეროვნულ გამოცდებზე არც ერთ აბიტურიენტს არ დაუგვიანია 

Rate this item
(0 votes)

გორში, ეროვნულ გამოცდებზე არც ერთ აბიტურიენტს არ დაუგვიანია. ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა, თინათინ გვერდწითელმა უთხრა.

 

"რეგისტრაციის პროცესმა ნორმალურად ჩაიარა. აბიტურიენტებმა გაიარეს თერმოსკრინინგი, არც დაგვიანების შემთხვევა ყოფილა. ამ დროისთვის სულ 300 -ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა რეგისტრაცია და საგამოცდო პროცესი მშვიდად მიმდინარეობს", - გვითხრა თინათინ გვერდწითელმა. 

 

ინფორმაციისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან დაიწყო. გორში 2000-ზე მეტი აბიტურიენტია რეგისტრირებული. 

 

 

Read 186 times Last modified on ორშაბათი, 06 ივლისი 2020 12:46