Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 ივლისი 2020 15:25

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალები ფსიქოლოგის ონლაინ-ლექციას დაესწრნენ

Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხევი, წითელუბანი, ხურვალეთი, ერგნეთი, ზარდიაანთკარი, გუგუტიაანთკარი, მეღვრეკისი ხვითი, აძვი, ნიქოზი - ეს ის სოფლებია, სადაც მცხოვრებ ქალებს ფსიქოლოგის ლექცია ჩაუტრადათ. 

 

კორონავირუსით გამოწვეული სტრესის დაძლევა და დროის სასარგებლოდ გამოყენება ძირითადად უფროსი თაობის ქალებისთვის აღმოჩნდა საინტერესო.

 

"75 წლის ვარ. კარანტინის დროს მითხრეს, რომ სახლში უნდა დავრჩენილიყავი, რადგან ჩემი გარეთ გამოსვლა სახიფათო და რისკის მატარებელი იყო, როგოც ჩემი, ისე ჩემი გარშემომყოფების ჯანმრთელობისთვის. ახლაც სულ ის განცდა მაქვს, რომ რაღაც მჭირს და რამდენიმე ადამიანი რომ შეიკრიბება გარეთ, იქ აღარ უნდა მივიდე. ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ეს სტრესის შედეგი იყო და ახლა ერთად ვცდილობთ მის დაძლევას", - ამბობს ნატალია ჯოხაძე.

 

50-ზე მეტ ქალს სტრესის დაძლევაზე ფსიქოლოგი ირინა პეტროვა ესაუბრა.

 

ონლაინ შეხვედრა კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც ქალთა ფონდის მიერაა მხარდაჭერილი.

 

პროექტის "ქალები საოკუპაციო ხაზთან COVID-19-ის წინააღმდეგ"  ფარგლებში, ექიმის რჩევებიცაა გათვალისწინებული. მანამდე კი თითოეული სოფლის მობილიზატორი ქალი თანასოფლელი ქალების ისტორიებს ვიდეო მასალის სახით შეაგროვებს და ასახავს, თუ როგორი იყო კონფლიქტის ზონაში ქალების ცხოვრება და რა საჭიროებების წინაშე აღმოჩნდნენ ისინი პანდემიის შედეგად. შეგროვებული ვიდეო-ჩანაწერები სოციალურ ქსელში გავრცელდება. 

Read 439 times