Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 06 ივლისი 2020 15:36

დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

Rate this item
(0 votes)

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

 

სააგენტოს ცნობით, პროგრამის მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. დევნილები სასოფლო-სამეურნეო და თვითდასაქმებაზე ორიენტირებული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით გრანტებს მიიღებენ.


საგრანტო პროგრამაში მონაწილეობა 65 001-დან 100 001-მდე სოციალური ქულის მქონე დევნილებს შეუძლიათ. სააგენტო შესაბამის ტექნიკას, დანადგარებსა და ხელსაწყოებს, ჯამში, 200 იძულებით გადაადგილებულ პირს შეუსყიდის.


დევნილთა ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა საგრანტო განაცხადების მიღება 6 ივლისიდან დაიწყო და 27 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ მის ტერიტორიულ სამმართველოს: გორი, სამების ქუჩა N1


განაცხადის გაგზავნა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.

Read 222 times