Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 07 ივლისი 2020 15:47

ამერიკის ელჩი ქვეშის საბავშვო ბაღს ესტუმრა

Rate this item
(0 votes)

ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა გორში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის, ქვეშის საბავშვო ბაღი დაათვალიერა, რომელი შენობის რეაბილიტაციაც USAID-ის პროექტის “ზრდა” დახმარებით გასულ წელს განხორციელდა.


"მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადავუხადო აშშ განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის “ზრდა“ - ს და ეუთოს როგორც საპროექტო, ასევე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დაფინანსებითვის" , - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

პროექტი საბავშვო ბაღის შენობის ნაწილის კაპიტალურ რემონტს ითვალისწინებდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ სააღმზრდელო დაწესებულებამ შეძლო კონტიგენტის გაზრდა. საბავშვო ბაღი გარდა ქვეშისა ემსახურება მეზობელ სოფელში, არცევში მცხოვრებ პატარებსაც.

ელჩთან ერთად ქვეშში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და USAID-ის პროექტის “ზრდა“ წარმომადგენლები.

Read 302 times