Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 19:16

გიგი უგულავა ტყვიავში მოსახლეობას შეხვდა

Rate this item
(0 votes)

კახეთის შემდეგ "ევოპული საქართველოს" ლიდერი შიდა ქართლს ესტუმრა.


გიგი უგულავა ტვიავში ღია ცის ქვეშ შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათთან ერთად, ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეაფასა. მისი განმარტებით, კორონავურუსის გავრცელებამ ახალი გამოწვევები წარმოშვა და ხალხის ცხოვრება უფრო გაართულა. გიგი უგულავას განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა მოქალაქეთა საჭიროებებს ვერ პასუხობს და ქვეყანას წლის ბოლომდე, ეკონომიკური კუთხით, მძიმე პერიოდი ელის.

 

"ვიღაცას მაინც შეიძლება ეგონოს, რომ ივანიშვილი ყველაფერს იზამს, რომ გააყალბოს არჩევნები და არ შეიცვლება რაფერი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. ჩემი ოპტიმისმის საფუძველს საქართველოს უახლოესი წარსული მაძლევს. ვერც შევარდნაძეზე ვერავინ წარმოიდგენდა რომ წავიდოდა პოლიტიკიდან და ვერც 2012 წლის ოქტომბრამდე ეგონა უმრავლესობას, რომ ხელისუფლება შეიცვლებოდა, მაგრამ ყველას კარგად გვახსოვს მას შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები. ამიტომ ამ არჩევნებზეც ყველაერს ქართველი ხალხის არჩევანი გადაწყვეტს. "-აღნიშნა გიგი უგულავამ.

Read 249 times