Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020 19:52

ISFED: "ლელოს" მონაწილეობა ერგნეთის სასურსათო დახმარებაში, ამომრჩევლის მოსყიდვაა

Rate this item
(0 votes)

„სამართლიანი არჩევნები“ წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს, რომელიც 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, აგრეთვე – მოვლენებს, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

 

ორგანიზაციის დაკვირვებით, საანგარიშო პერიოდში ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები გორის მუნიციპალიტეტშიც გამოვლინდა. 

 

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ა(ა)იპ „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“ სოციალური კამპანიის ღონისძიებას სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აწყობს და ეხმარება სოციალურად შეჭირვებულ მოქალაქეებს.

 

"ორგანიზაცია პარტია „ლელო“-სთან არის აფილირებული, კერძოდ, ორგანიზაცია საჯარო აქტივობებში იყენებს „ლელო საქართველოსთვის“ ვიზუალურ მანიშნებელს – ყვითელ ფერს; სოციალური აქციების დროს, კი, ისმის პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის სახელი. ასევე, ორგანიზაციის დამფუძნებელი პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი წევრი – თეონა დოლენჯაშვილია. მაგალითად, 15 მაისს, „მოძრაობა მომავლისთვის – მომო“-ს ორგანიზებით, სოფელ ერგნეთში, ყველა ოჯახს (152 ოჯახი) სასურსათო დახმარება გაეწია. დახმარების გადაცემისთვის ერგნეთში, „მომოს“ დამფუძნებელ თეონა დოლენჯაშვილთან ერთად, ჩასულები იყვნენ პარტია „ლელოს“ წარმომადგენლები: პოლიტიკური საბჭოს წევრი – კახა კოჟორიძე, გორის რეგიონული ოფისის თავმჯდომარე – პაპუნა კობერიძე და რეგიონული ოფისის წევრი – სოსო ვახტანგაშვილი. მათ ადგილზე გააკეთეს განცხადება და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს მამუკა ხაზარაძეს", - წერია ISFED-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read 296 times Last modified on ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020 13:37