Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020 13:20

ხუბულური: მდუმარე დეპუტატი ვარ, მაგრამ ბევრ სასიკეთოს ვაკეთებ მოსახლეობისთვის

Rate this item
(0 votes)

თენგიზ ხუბულური მოახლოებულ საარჩევნო კამპანიაში ისევ ჩაერთვება. განიხილავს თუ არა თავს მომდევნო (მე-10) მოწვევის პარლამენტის წევრად თავს, ხუბულური ამბობს, რომ ეს საკითხი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია.

 

რაც შეეხება განვლილ პერიოდს, თენგიზ ხუბულური იოსებ მაკრახიძესთან ერთად "მდუმარე დეპუტატების" სიაში აღმოჩნდა. ამ საკითხზე პარლამენტარს საკუთარი პოზიცია აქვს და აცხადებს, რომ საქმის გასაკეთებლად ტრიბუნის გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.

 

"კი ვარ მდუმარე დეპუტატი მაგრამ ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს ვაკეთებ ხალხისთვის. რა ვქნა გამოვიდე და ადამიანები ვლანძღო? ან ვინმეს შეურაცხყოფები მივაყენო, რაც ხშირად ხდება? ყველა ის საკითხი, რაც ჩემს მუნიციპალიტეტს სჭირდება დაყენებული მაქვს პარლამენტში, ყველა დონეზე. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება სკრაში ახალგაზრდული ცენტრის გახსნა მინდოდა და არჩევნებამდე ვერ მოვასწარი ამ საკითხის დაყენება და სისრულეში მოყვანა. სამომავლოდ აუცილებლად ისევ გავამახვილებ ყურადღებას ამ საკითხზე, რომ ტერიტორიაზე, სადაც ძველის სკოლის მყარი შენობაა, მინდა რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის განვითარების ცენტრი იყოს. რა თქმა უნდა პრობლემები ბევრია, მაგრამ ვისაც კი მოუმართავს ჩემთვის, უყურადღებოდ არავინ დამიტოვებია", - ამბობს თენგიზ ხუბულური.

Read 229 times