Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 ივლისი 2020 12:44

გორის მუნიციპალიტეტის 8 სკოლაში სველი წერტილები მოწესრიგდება 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა. 

 

საუბარია ატენის, აძვის, ზეღდულეთის, სათემოს, ქვემო და ზემო ხვითის, ფლავისა და სობისის საჯარო სკოლებზე. 

 

პროექტის მიხედვით აღნიშნულ სკოლებში იგეგმება სველი წერტილების მოწყობა, რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას საერთო ჯამში 333 539 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

 

ჩამოთვლილ სკოლებში ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს სამუშაოების შესასრულებლად ორი თვე ექნებათ.

Read 434 times