Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 10 ივლისი 2020 15:39

იურისტი ყოფილ ბაზარზე: გორის მერიამ უნდა იზრუნოს, რომ ეგ ადგილი უფუნქციო არ იყოს

Rate this item
(0 votes)

გორის მერია უნდა ეცადოს, რომ დააინტერესოს ყოფილი ბაზრის ტერიტორიის მესაკუთრე და შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, - ამბობენ ადამიანის უფლებათა ცენტრში.

 

ორგანიზაციის იურისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა, ხელისუფლებამ მაინც უნდა სცადოს მოძებნოს გზები, რათა ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიას საჭირო და სასარგებლო დანიშნულება ჰქონდეს.

 

"იმ პირობებში, როდესაც კონკრეტული ტერიტორია კერძო საკუთრებაშია, რა თქმა უნდა, მერიას არ აქვს შესაძლებლობა თავად განახორციელოს რაიმე პროექტი ან აიძულოს მესაკუთრე საკუთრებით სარგებლობაზე, თუმცა მერია უნდა ეცადოს, რომ დააინტერესოს მესაკუთრე, შესთავაზოს სხვადასხვა ინიციატივა, თუ შესაძლებელია, გააკეთოს მიწის ნაკვეთის გაცვლა, რათა კონკრეტული ადგილი განვითარდეს, ჩაიდოს ინვესტიცია და ქალაქს ნაგავსაყრელის ნაცვლად შეემატოს მნიშვბელოვანი ეკონომიკური, კულტურული ან სხვა დანიშნულების მქონე ობიექტი", - ამბობს ლექსო მერებაშვილი.

 

ინფორმაციისთვის, გორის მერმა რადიო "მოზაიკასთან" აღნიშნა, რომ მათ არ შეუძლიათ აღნიშნული ტერიტორიის განვითარებისთვის რაიმე გააკეთონ.

 

ამავე თემაზე: გორის მერი: ყოფილი ბაზრის ტერიტორია იერსახეს ამახინჯებს, მაგრამ ვერაფერს ვცვლით

Read 324 times