Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 ივლისი 2020 16:27

გორელი აქტივისტები ერგნეთში აქციას გამართავენ

Rate this item
(0 votes)

​გორელი აქტივისტები სამი დღის წინ რუსი სამხედროების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას ერგნეთში გამართავენ.

 

აქციის ერთ - ერთი მონაწილის ირაკლი კარიჭაშვილის თქმით, ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებენ, დროულად მოხდეს გახელაძის გათავისუფლება.

 

"ზაზა გახელაძე სამი დღის წინ გაიტაცეს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიდან გამოეკიდნენ და რომ გარბოდა ესროლეს, დაჭრილია ფეხში. ხვალ ვმართავთ მშვიდობიან აქციას ერგნეთში, მის მხარდასაჭერად და ვითხოვთ უფრო მეტ აქტიურობას ხელისუფლებისგან და საერთაშორისო საზოგადოებისგან", - ამბობს ირაკლი კარიჭაშვილი

 

​ერგნეთში აქცია 15 ივლისს 16:00 საათზე დაიწყება.

 

​ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის 11 ივლისს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ზაზა გახელაძე დააკავეს.

Read 205 times