Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 ივლისი 2020 17:44

გორის მუნიციპალიტეტში მამა 17 წლის შვილს ახრჩობდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მამა 17 წლის შვილს, 6 წლის არასრულწლოვნის თანდასწრებით ახრჩობდა. საქმეს გორის სასამართლო განიხილავს.

 

"მიმდინარე წლის 16 მაისს ზ.რ-მ არასრულწლოვანს შვილს ორივე ხელი მოუჭირა ყელში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი" , - აცხადებს ბრალდების მხარე.

 

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანის განმარტებით, ბრალდებული წარსულში იმავე მუხლით არის ნასამართლევი.

 

"2017 წელს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის მუხლით იყო დაკავებული ბრალდებული, რომელიც ერთი წლის შემდეგ გათავისუფლდა" , - განაცხადა დადეშქელიანმა.

მოსამართლის კითხვაზე, აღიარებდა თუ არა ბრალდებული დანაშაულს, ზ.რ-მ დადებითი პასუხი გასცა.

 

"ვაღიარებ ჩემს დანაშაულს და გულწრფელად ვინანიებ" , - თქვა ზ.რ-მ.

 

წინასასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნინო ზურაბაშვილმა მტკიცებულებათა ნუსხა წარმოადგინა, რომელიც ბრალდებულს სადაოდ არ გაუხდია.

 

საბოლოოდ, მოსამართლემ დასაშვებად ცნო მტკიცებულებათა ნუსხა და საქმის არსებითი განხილვის თარიღი ჩანიშნა.

შემდეგი სხდომა 23 ივლისს დაინიშნა.

Read 360 times