Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 ივლისი 2020 21:51

რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მამაკაცის ახლობლებმა მეჯვრისხევში აქცია გამართეს 

Rate this item
(0 votes)

მეჯვრისხევში ოკუპანტების მიერ გატაცებული ხვიჩა მღებრიშვილის ახლობლებმა აქცია გამართეს.

 

მათი თქმით 3 ივლისს რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული თანასოფლელის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არა აქვთ. 

 

"ამ დრომდე არავის არაფერი უთქვამს, 3 ივლის წაიყვანეს რუსმა ოკუპანტებმა და ვითომ კარანტინში ჰყავთო. რეალურად სად და როგორ არის არ ვიცით", - ამბობენ ადგილორივები

 

არსებული ინფორმაციით, მეჯვრისხევში მცხოვრები 40 წლამდე მამაკაცი რუსმა ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა.  

 

Read 203 times