Back to Top
ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 11:58

ხურვალეთში მცხოვრები 69 წლის მოხუცი დახმარებას ითხოვს

Rate this item
(0 votes)

​გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მცხოვრები მაყვალა კაბულაშვილი პარკინსონის დაავადებას წლებია ებრძვის. ამის გამო, მოხუცს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია.

 

როგორც მაყვალა ყაბულაშვილი ამბობს, დახმარების გარეშე, არ იცის როგორ გააგრძელდება მისი ცხოვრება.

 

"ჩემი დის გარდაცვალების შემდეგ მარტო ვცხოვრობ. დაავადების გამო, საწოლს ვარ მიჯაჭვული. პატრონი არავინ მყავს, რომ დამეხმაროს. პურს თუ მიყიდის და მომიტანს ვინმე, ისიც ძალიან იშვიათად. არ ვიცი, როგორ უნდა გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება. იქნებ ვინმე დამეხმაროს, რადგან დამოუკიდებლად საჭმლის მომზადებაც არ შემიძლია", - ამბობს მაყვალა კაბულაშვილი

Read 465 times