Back to Top
ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 13:07

ბექა ქორჩილავა: "ნაციონალურ მოძრაობას" 8 000 ლარი პირადი დანაზოგიდან შევწირე

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ენმ-დან მის მიერ გაღებულ შემოწირულობის საკითხს ეხმაურება.

 

ბექა ქორჩილავას განმარტებით, თანხა საკუთარი პარტიის ანგარიშზე პირადი შემოსავლიდან გადარიცხა.

 

"მე მაქვს კანონის სრული დაცვით შემოსავალალი, რომელიც საკრებულოში ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარეობისას მქონდა ასახული დეკლარაციაში. ხოლო თუ მაინც აქვს კითხვები ვინმეს ჩემს შემოსავლებთან დაკავშრებით, შეუძლიათ მიმართონ შესაბამის სამსახურს. რაც შეეხება ჩემს კეთილ ნებას, მე მზად ვარ, ჩემი შემოსავლიდან წვლილი შევიტანო ოლიგარქის მოშორებაში და მოსახლეობის უკეთესი მომავლის შექმნაში", - აღნიშნა ბექა ქორჩილავამ.

 

ინფორმაციისთვის, ბექა ქორჩილავა ერთი წელია, საკრებულოს რიგითი წევრია და თანამდებობას აღარ იკავებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან ის მხოლოდ საკრებულოს წევრის ხარჯის თანხას 400 ლარს იღებს.

 

მის მიერ შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, გასულ წელს ფრაქციის თავმდჯომარეობიდან მან სულ 3216 ლარი მიიღო. ასევე 3 500 ლარამდე შემოსავალი ჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციიდან.

 

ამავე თემაზე: გორის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა ენმ-ს 8 000 ლარი შესწირა

Read 609 times Last modified on ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 13:14