Back to Top
ოთხშაბათი, 15 ივლისი 2020 13:15

ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა წითელ ჯვარს მიმართა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა წითელ ჯვარს მიმართა.

 

მღებრიშვილი რუსმა ოკუპანტებმა 3 ივლის სოფლის განაპირას, ე.წ საზღვრის გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს. ოჯახი ამბობს, რომ დაკავებულის შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არა აქვთ.

 

"დღეს წითელ ჯვარშიც დავრეკეთ. ასევე ჩვენი სამართალდამცავებისგან ველოდებით დღის ბოლომდე პასუხს. არაოფიციალურად ვიცით, რომ კარანტინში ჰყავთ", - უთხრა რადიო "მოზაიკას" გატაცებულის ოჯახის წევრმა, ავთო მღებრიშვილმა.


ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახმა და თანასოფლელებმა გუშინ მეჯვრისხევის ცენტრში აქციაც გამართეს და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

Read 409 times