Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020 12:38

ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია გრძელდება 

Rate this item
(0 votes)

ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის მორიგი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს (პირველი კმ-დან 12.4 კმ-მდე მონაკვეთი) - ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

 

სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.

 

12,4 კილომეტრი სიგრძის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციას 11 949 999 ლარი მოხმარდება. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები 20 თვეში უნდა დასრულდეს.

 

გზის აღნიშნული 12.4 კილომეტრიანი მონაკვეთი შეურთდება ხიდისთავი-ატენი-ბოშურის გზის იმ 10 კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის რეაბილიტაციაც უკვე განხორციელდა.

 

სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია ახორციელებს.

Read 239 times