Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020 14:56

გორის მერიამ და ვეტერანების სამსახურმა 20 შშმ ვეტერანი ურეკში დასასვენებლად გაუშვა 

Rate this item
(0 votes)

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი 20 შშმ ვეტერანი ზღვისპირა კურორტ ურეკში დასვენება - რეაბილიტაციის კურსზე გაემგზავრა.

 

კურსი 10 დღეს მოიცავს და გორის მერიის და და სსიპ ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის თანადაფინანსებით სრულად ფარავს მგზავრობის, განთავსების და რეაბილიტაციის კურსის თანხებს.

 

ვეტერანები გამგზავრებისას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილემ პაატა ივანიშვილმა და მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა დავით ჩიხრაძემ გააცილეს.

 

გორის მერია მესამე წელია 8 000 ლარით აფინანსებს შშმ ვეტერანთა დასვენება-რეაბილიტაციის კურსებს საზღვაო კურორტებზე.

 

 

Read 316 times Last modified on ოთხშაბათი, 29 ივლისი 2020 14:59