Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 11:56

ზერტის ერთ - ერთ უბანში წყლის სისტემა მოეწყობა 

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, ერთ-ერთ უბანში წყლის სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა.  

 

უბანში სადაც, 80- მდე ოჯახი ცხოვრობს სასმელი წყალი არ არის და მაცხოვრებლები მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა დაასრულოს.

 

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობა. რისთვისაც ადგილობრივ ხელისუფლებას 352 600  ლარი აქვს გათვალისწინებული. 

Read 168 times