Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 13:14

გორში, 18 წლის ბიჭის ცემაში ბრალდებულის სასამართლო 15 სექტემბრამდე გადაიდო

Rate this item
(0 votes)

გორში, 18 წლის ე.თ.-ს ცემის ბრალდებით დაკავებული თ.კ-ს სასამართლო პროცესი 31 ივლისს იყო დანიშნული, თუმცა დაზარალებულის ინტერესების დამცველი, თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ პროცესი თვენახევრის შემდეგ გაიმართება.

 

"სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, აქედან გამომდინარე, სასამართლო პროცესი 31 ივლისის ნაცვლად 15 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება ე.თ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის არ შეცვლილა. ისევ კომაშია, თუმცა რეანიმაციიდან სარეაბილიტაციო ცენტრშია გადაყვანილი", - განაცხადა თამარ თედლიაშვილმა.

 

ინფორმაციისთვის, 18 წლის ე.თ.-ს ცემის ბრალდებით, დაკავებულია გორელი ცნობილი ბიზნესმენის შვილი 22 წლის თ.კ.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 1310 times Last modified on ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 13:19