Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 13:27

ქართული მხარე ერგნეთის შეხვედრაზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს

Rate this item
(0 votes)

11-თვიანი წყვეტის შემდეგ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფორმატში ერგნეთში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა განახლდა. პროცესი პანდემიიდან გამომდინარე შესაბამისი წესების დაცვით მიმდინარეობს.

მოლაპარაკების დაწყებამდე შეხვედრის მონაწილეებმა და მედიის წარმომადგენლება თერმოსკრინინგი გაიარეს და საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებით სპეციალური კითხვები შეავსეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შეხვედრაზე საქართველოს სამი მოქალაქის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხის დაყენებას აპირებს.

ინციდენტების პრევენციის ფორმატში ბოლო რიგით 95-ე შეხვედრა ერგნეთში თითქმის ერთი წელია აღარ გამართულა. ბოიკოტი კი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ხელისუფლებამ გამოაცხადა. ისინი თვეების განმავლობაში გამყოფ ხაზთან მდებარე ჩორჩანა-წნელისის მიმდებარედ, ქართული პოლიციის საგუშაგოს მოწყობას აპროტესტებდნენ.

Read 153 times