Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 30 ივლისი 2020 15:08

ატენში მდინარე ათრევზე ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

ატენში მდინარე ათრევზე ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა.

ხიდი ხიდისთავი - ატენი - ბოშურის გზის მე-3 კილომეტრზე მდებარეობს.

დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ადგილობრივებთან სკოპინგის (სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში) ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

"პროექტის მიხედვით ახალი ხიდის სიგრძე 21,7, ხოლო სიგანე კი 9,85 მეტრი იქნება.ამჟამად ხიდის ყველა ფოლადის ელემენტი დაზიანებულია. ხიდის ბუჯები გამოფიტული და ჩამოშლილია" , - აცხადებენ გორის მერიაში.

პროექტს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს.

Read 188 times