Back to Top
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 12:47

გორში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება

Rate this item
(0 votes)

გორში, სამეფო ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილზე სავაჭრო ცენტრი აშენდება. 

 

საუბარია ძველი კინო - თეატრის შენობაზე, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს.

 

როგორც რადიო "მოზაიკას" გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა უთხრა, შენობის ტერიტორიაზე მშენებლობის შესახებ ძეგლთა დაცვის სამინისტრო საქმის კურსშია.

 

"კერძო მესაკუთრე აშენებს ამ ადგილას სავაჭრო ცენტრს. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, ოთხსართულიანი შენობა იქნება. ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მისცა შესაბამისი ნებართვა, თუმცა შენობის წინა ფასადი, რაც დღემდე შემორჩენილია, ძველი იერსახით შენარჩუნდება. სახელი და გვარი არ ვიცი, ვინ აშენებს, მხოლოდ ის ვიცი, რომ ადგილობრივი ბიზნესმენია", - გვითხრა თავზარაშვილმა

 

 

 

 

 

Read 685 times