Print this page
ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 14:49

გორის მუნიციპალიტეტში 86 წლის კაცს ეძებენ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხვითში 86 წლის ვიქტორ მელანაშვილს მეორე დღეა ოჯახი ეძებს.

 

როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, მელანაშვილი გუშინ დილით სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.

 

​"დილის 8 საათი იქნებოდა, რომ გავიდა სახლიდან გუშინ დილით, გორის მიმართულებით და უკან აღარ დაბრუნებულა. ტელეფონი არ აქვს, რომ დაგვერეკა და გაგვეგო ადგილსამყოფელი. მომხდართან დაკავშირებით დღეს პოლიციასაც ვაცნობეთ", - ამბობენ ოჯახის წევრები. 

 

ახლობლები მოქალაქეებს სთხოვენ, რომ მოხუცის ადგილსამყოფელის შესახებ რაიმე ინფორმაციის ქონის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ ნომერზე: 577 09 42 61 

Read 798 times Last modified on ოთხშაბათი, 05 აგვისტო 2020 14:56